05, დეკემბერი 2019 17:48:00
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში ახალ, მეხუთე მრჩეველს შემოიყვანს. გადაწყვეტილება დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გახმოვანდა. გია აბულაძემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ შემქნას საკონკურსო კომისია, რომელიც მათი კვოტის ასარჩევ კანდიდატურებს შეარჩევს. ამასთან ხელისუფლების ოპონენტები კონკურსში მონაწილეობისაკენ ისეთ პირებს მოუწოდებენ, რომლებიც ჟურნალისტების დამოუკიდებლობას დაიცავენ. საბჭოს წევრობისთვის განაცხადების მიღება კი ხვალ, 18 საათზე დასრულდება.