17, იანვარი 2017 11:31:00
მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა მერიას, არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის იშვიათი არ არის. თვითმმართველობის გადაწყვეტილებები ხშირად ხდება კრიტიკის, შენიშვნისა თუ რეკომენდაციის მიზეზი, თუმცა ეს შენიშვნები ნაკლებად მიღებული თუ მისაღები გადაწყვეტილებების შეცვლის საბაბი.
მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისთვის ცვლილებებს სათანადოდ რომ არ ახორციელებს, ამაზე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიც“ წერს. ორგანიზაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე ასკვნის, რომ მომსახურების ნაწილში თვითმმართველობები ბენეფიციარებს უკეთეს მომსახურებას სთავაზობენ, თუმცა მიღებული პასუხების მიხედვით წერს, რომ საზოგადოება სასურველ შედეგს ვერ იღებს.
შედეგებს არ იზიარებენ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში. აღნიშნავენ, რომ მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა, რაც ბოლო წლებში წარმატებით მიმდინარეობს.
მოსახლეობის ჩართულობის გზით გადაწვეტილებების მიღება რომ ჭირს, ამაზე ამჯერადაც თამამად საუბრობენ მესამე სექტორში, თუმცა კვლევის შედეგების გათვალისწინებით, გარკვეულ პოზიტივსაც ხედავენ.
NDI-მ საზოგადეობრი აზრი რამდენიმე მიმართულებით გამოიკვლია. ქვეყნის მასშტაბით გასული წლის 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით 3 141 ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლე გამოიკითხა.