06, დეკემბერი 2019 17:39:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, რაშიც პედაგოგი ეხმარებოდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.