13, დეკემბერი 2019 18:13:00
ქართული გასტრონომიული კულტურა, ტურიზმი, სუვენირების ბაზრის განვითარება და საქართველო - ეს მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლის შესახებაც აჭარაში მოქმედ გიდებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ისინი აჭარული კერძების მომზადების მასტერკლასსაც დაესწრნენ. აქტივობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების ფარგლებში ჩატარდა. რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ სემინარი ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ 3 ათასამდე პირს ჩაუტარდა.