18, დეკემბერი 2019 21:26:00
არასამთავრობო სექტორში, მოხდარ ფაქტს, მთელი საზოგადოების ტრაგედიად აფასებენ. თამარ მამეიშვილის თქმით, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, სამართალდამცავი ორგანოების სისტემა გაუმართავია.
ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს. თიკო აბაშიძე ფაქტთან მიმართებაში, დანაშაულის პირველ რგოლად სკოლას მიიჩნევს და ამბობს, რომ საზოგადოებამ მოზარდების მოსმენა ვერ ისწავლა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამბობენ, რომ დატრიალებული ტრაგედია, არსებული პრობლემების ირგვლივ, სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფო უწყებების გაერთიანების მიზეზად უნდა იქცეს.
„დემოკრატიის ინსტიტუტში“ ფიქრობენ, რომ ამ შემზარავი ამბის გამომწვევი მიზეზი, მთელმა საზოგადოებამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს. არჩილ ხახუტაიშვილის შეფასებით, 15 წლის ლუკამ, იმ სისტემის ნამდვილი სახე დაგვანახა, რომელსაც ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უნდა ეზრუნა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“, ლუკას საქმეში, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობენ. პაატა დიასამიძე, არასრულწლოვნებთან მიმართებით, არსებული კანონის არაეფექტურობაზე საუბრობს.
სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე ზეწოლას, პოლიციის მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა.