20, დეკემბერი 2019 10:08:00
ათენში, კალამარზე, Panathinaic-ის სტადიონზე 25 წლის ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. როგორც ბერძნული გამოცემა, Espresso იუწყება, კალიმარმაროს დაცვის თანამშრომელმა ქართველი გოგო მაშინ იპოვა, როდესაც ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარის გასაღებად მივიდა.
მედიის ცნობით, გოგონა წლებია საბერძნეთში, მეტსის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. როგორც დედამ და გოგონას მეგობარმა ბიჭმა პოლიციას განუცხადეს, გარდაცვლილს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.