20, დეკემბერი 2019 10:55:00
ბათუმში, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კისრისა და წვივის არეში მიყენებული შემავალი ჭრილობებით ოთარ თავართქილაძე საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე მედიკოსთა დაკვირვების ქვეშაა.
რამდენიმე დღის წინ, ბათუმში მოქალაქემ, საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და პოლიციელი დაჭრა. ბრალდებული 37 წლის, წარსულში ნასამართლები პირია. ირკვევა, რომ პოლიციელზე თავდასხმის დროს, ასევე დააკავეს ბრადებულის ძმაც. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავება.