20, დეკემბერი 2019 14:22:00
ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი შს მინისტრმა მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა.
საავადმყოფოში თანამშრომლის მონახულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ თავართქილაძის მეწყვილეს ავთანდილ მჟავანაძეს შეხვდა. მინისტრმა მომხდარი შემთხვევის დროს გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და ოპერატიული რეაგირების გამო პატრულის თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.