20, დეკემბერი 2019 17:44:00
ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა. ამის შემდეგ კი, გომელაური დაჭრილი პოლიციელის მეწყვილეს, ავთანდილ მჟავანაძეს შეხვდა, რომელსაც ოპერატიული რეაგირების გამო მადლობა გადაუხადა.