20, დეკემბერი 2019 18:11:00
მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ქედის მერიამ საზაფხულო თეატრის შენობა, რამდენიმე წლიანი მშენებლობის შემდეგ გაუმართავ, ავარიულ მდგომარეობაში ჩაიბარა. საზაფხულო თეატრის მოსაწყობად მერიამ 84 ათას 997 ლარი დახარჯა. თავდაპირველად ქედის მერიამ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ახალშენს“ გაუფორმა. თუმცა ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, შეთანხმება შეუწყვიტა. დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად კი ხელშეკრულება, ახალ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯიჯის“ -ს გაუფორმა.
შენობით, რომელიც ქედის მერიამ მთაში ასული ტურისტებისთვის, ფოლკლორული სანახაობების მოსაწყობად ააშენა, დღემდე არავის უსარგებლია. ოპოზიცია ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში პოტენციალის ათვისება შესაბამისად ვერ ხდება.
ვიდრე, სამუშაოები დასრულებოდა ქედის მერიამ სატენდერო პირობებში ცვლილებები ორჯერ შეიტანა. ობიექტი 2017 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო. ხელახლა შერჩეულ კონტრაქტორ კომპანია „ჯიჯის“ ჩაბარების ვადა, რამდენჯერმე გაუხანგრძლივა. საბოლოოდ კი, დაუსრულებელ მდგომარეობაში ჩაიბარა. მერის მოადგილე განმარტავს, რომ პრობლემების გამო. უწყების თანამშრომლებმა პასუხი აგეს.
არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ქედის საკრებულოს უმრავლესობა, რომლის მხარდაჭერითაც ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროეტები ხორციელდება, მერიის მუშაობით კმაყოფილია. ირწმუნებიან, რომ სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებენ და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებენ კიდეც, თუმცა ეს პროექტი რეაგირების გარეშე დარჩა.
რა ბედი ეწევა უფუნქციო საზაფხულო თეატრის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიას, ან ვისი პროექტით განაშენიანდება დაბა მახუნცეთი? შესაძლოა ეს საკითხი სამომავლოდ აჭარის მთავრობამ გადაწყვიტოს.
156 მაყურებელზე გათვლილ საზაფხულო თეატრის შენობა, მახუნცეთის განაშენიანების პროექტის ფარგლებში მოეწყო.