24, დეკემბერი 2019 09:47:00
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან, გააძლიეროს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არჩევნების რეფორმის შესახებ მიმდინარე დიალოგს.
„ჩვენ მოგვწონს სასამართლოს რეფორმის მე-4 ტალღის პროგრესი და მხარს ვუჭერთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არჩევნების რეფორმის შესახებ გამართულ დიალოგს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ და უზრურნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი სასამართლო და პროკურატურის სისტემა. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს“,- განმარტებულია განცხადებაში.