24, დეკემბერი 2019 14:24:00
სოფელ ვანში ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა. შუახევის მერიაში TV25.GE-ს უთხრეს, რომ ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. პრესსამსახურის ინფორმაციით, თემურ ცენტერაძის ოჯახი სოფელში მუდმივი მაცხოვრებელია, როლანდ და ჯემალ ცენტერაძეების ოჯახები კი, სოფელში სეზონურად ცხოვრობენ.
მერია დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარება.