09, მაისი 2017 20:07:00
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში რეგიონის მასშტაბით პირველი აგრომარკეტი გაიხსნა. მარკეტში მეწარმეებისათვის ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემა იჯარის წესით მოხდება, სადაც ფერმერებს ერთ სივრცეში სოფლის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა შეეძლება. პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა, რომელიც აგრომარკეტების ქსელის შექმნას გულისხმობს.