02, იანვარი 2020 20:00:00
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყვითელი სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.