13, იანვარი 2020 13:25:00
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ხალაში, რეზო გორჯელაძის სახლთან მეწყრული პროცესი განვითარდა . მიწის მასა სახლთან ჩამოწვა. ოჯახი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ცნობით, უახლოეს პერიოდში ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან. დასკვნის შესაბამისად კი განხორციელდება შემდგომი სამუშაოები.