18, იანვარი 2017 11:37:00
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე გონიოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განმარტებით, პროექტს კომპანია „ზიმო“ახორციელებს, რომელიც ამავდროულად აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანით არის დაკავებული. დეპუტატი ირწმუნება , რომ ირაკლი შანავა მზიან ამინდებში ბიძინა იბვანიშვილის დავალებებს ასრულებს, უამინდობისას კი სამუშაოებს გონიოში აწარმოებს. სწორედ, ამან გამოიწვია სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესების გაჭიანურება. ბრალდებას ეხმაურება ირაკლი შანავა და ამბობს, რომ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სპეციფიკიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი და ზაფხულში დასრულდება. საგზაო დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ კომპანია „ზიმო“ სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების გამო უკვე ორჯერ დაჯარიმდა და იმ შემთხვევაში თუ მესამედაც დაარღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს, მკაცრ ზომებს მიმართავენ.