17, იანვარი 2020 21:06:00
ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და გამოყენების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ახალგაზრდა კაცი ბათუმში აიყვანეს. მას პირადი ჩხრეკისას, “ GOLD STAR -2002” – ის მოდელის პისტოლეტი და 10 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩნდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.