20, იანვარი 2020 20:46:00
ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადეს. მედიკოსის თქმით, პაციენტს სხეულის 50 პროცენტი აქვს დამწვარი და შოკის მდგომარეობაში იმყოფება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, ხოლო მათი შვილი 31 წლის კაცი დაშავდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.