24, იანვარი 2020 18:56:00
დიდთოვლობამ აჭარაში დღეს პრობლემები შექმნა. თოვლის საფარმა ხულოში, მაღალმთიან სოფლებში 1 მეტრს გადაააჭარბა, ხოლო დაბლობში 90 სანტიმეტრია. ელექტროენერგია 250 აბონენტს არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტში საგაკვეთილო პროცესი 10 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეწყდა. აღსაზრდელების დაბალი სწრებადობის გამო, სააღმზდრდეკლო პროცესები არ დაწიო ბაღებში. თოვლის საფარის გამო გადაადგილება გართულდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშალები მიმდინარეობს.