04, თებერვალი 2020 14:39:00
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 11,263.44 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (132.2 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,263.44 ლარის ოდენობით შეეფარდა.