13, თებერვალი 2020 17:42:00
დაუსრულებელი და უხარისხოდ ჩატარებული ნაპირსამაგრი სამუშაოები - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობა“ სარფისა და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ჩატარებულ სამუშაოებს. როგორც გია აბულაძე ამბობს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პროექტი არ დასრულებულა და რაც გაკეთდა ისიც უხარისხოდ არის შესრულებული. მისი თქმით, ჩნდება კითხვითი ნიშნები, ხარისხისა და თანხების არასწორად გამოყენების კუთხითაც. ოპოზიცია აუდიტის სამსახურს აღნიშნული პროექტის ფინანსური და ტექნიკური მხარის დროულად შესწავლისაკენ მოუწოდებს. საკითხს შესაბამისი უწყება ამ დრომდე არ გამოხმაურებია.