13, თებერვალი 2020 18:12:00
დღეს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღი 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა, რაც 1946 წელს გაეროს რადიოს შექმნას უკავშირდება. მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიო მაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში, 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი 1925 წელს, თბილისში. ინფორმაცია ნახევრად კუსტარული რადიო სატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა. დღეს კი საქართველოში 30-ზე მეტი რადიო სადგური მაუწყებლობს.