13, თებერვალი 2020 21:15:00
კვლავ ინტენსიურად თოვს ხულოში. თოვლის საფარი დაბაში ერთ მეტრს აღწევს,მაღლობში კი დაახლოებით ორი მეტრია. მოსახლეობის 90 %-ს ელექტრო ენერგია უკვე მიეწოდება, დარჩენილია მხოლოდ რიყეთისა და დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულები. დღის განმავლობაში გზების გაწმენდით სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით, 22 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებდა.