20, თებერვალი 2020 17:24:00
ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებასა და აჭარის მთავრობას მრავალწლიან ტყუილში ადანაშაულებს. რეზო ხარაზი ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის შეწყვეტილ ტენდერს კორუფციულ პროექტებს უწოდებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქუვეითის ფონდის მიერ გამოყოფილი 110 მილიონი ლარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მათივე მტკიცებით, ხელისუფლების დაპირება კრახით დამთავრდა, რადგან ბიუჯეტში აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის თანხა არ არის გამოყოფილი.