20, თებერვალი 2020 18:07:00
გასაკვირი არაა, რომ ლაშა ტალახაძე წლის საუკეთესო ძალოსნად კიდევ ერთხელ დაასახელეს.
მსოფლიო ძალოსნობის ფედერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში გამოკითხვას ატარებდა, სადაც წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ძალოსანი უნდა აგვერჩია.
ტალახაძემ კაცთა კატეგორიაში 17 ათას ხმაზე მეტი მიიღო და პირველობა არავის დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ტალახაძე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და რეკორდები დაამყარა.