26, თებერვალი 2020 21:48:00
აჭარის მაუწყებლის ახალი რედაქტორის სკანდალური განცხადება. რას აკეთებდა ნინო ხაჟომია ტელეკომპანიაში მისვლამდე? ახალმა ბოსმა დღეს ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვას საკმაოდ უცენზურო პასუხი გასცა, ჩვენი კამერის წინ კი შექმნილი უხერხულობის გამო მაყურებლის წინაშე მოიბოდიშა. რა ბეგრაუნდი აქვს ხაჟომიას, რომელიც უკვე რადიოში გადაყვანილი მაია მერკვილაძის თანამდებობაზე დანიშნეს?
ახალი ამბების სამსახურის ახალი რედაქტორის ამ კომენტარმა დღეს მის მიმართ საზოგადობრივი ინტერსი ორმაგად გააღრმავა. აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტის დასმულ კითხვას, როგორც თავად, ამბობს ნახევრად ხუმრობით, ფრთხიანი გამონათქვამით უპასუხა. ამბობს, რომ ვიდეოს გასაჯაროვებას არ ელოდა.
როგორ მოვიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რედაქციაში და რამდენად მისაღებია მისთვის იმ ადამიანის თამანდებობაზე მუშაობა, რომელიც თვლის, რომ პოზიცია უსამართლოდ გაუუქმეს? მაია მერკვილაძის რადიოში გადაყვანის საკითხს და ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ დირექტორთან ჰქონდა და სხვებს არ შეხვედრია.
მიმდინარე მოვლენების შეფასება არ სურს, თუმცა ამტკიცებს, რომ მაუწყებელი კრიტიკულ მიმართულებას არ შეიცვლის. ნინო ხაჟომიამ „მაცნეს“ კამერების წინ თქვა, რომ ამის გარანტორი თავად იქნება.
უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ წლების წინ იმ ტელევიზიაში იყო, რომლის ხელმძღვანელი დღეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია? “რეალ TV”-ში მუშაობის პერიოდზე ამტკიცებს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში პროდიუსერის თანამდებობა სწორედ იმიტომ დატოვა, რომ მედიასაშუალება არაობიექტური და დაუბალანსებელი იყო.
ნინო ხაჟომია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში გუშინ მივიდა, თუმცა ამ დრომდე 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დაგემვაზე პასუხისმგებელი პირი არ არის. ამბობს, ჯერ მედიასაშუალებაში არსებულ ვითარებას ეცნობა.
ხაჟომია ის ჟურნალისტია, რომელმაც პირველი საგამოძიებო პროექტი 60 წუთი განახორციელა. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ორგანიზაციაში იყო პიარ და მარკეტინგ მენეჯერი.