18, იანვარი 2017 11:38:00
2010-2015 წლის განმავლობაში საქართველოში 7 ათას 691 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მეტი ფაქტი და მათ შორის გარდაცვალების 2012-2014- და 2015 წლებზე მოდის. სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და იგი მხოლოდ ე.წ.“პრობლემურ მონაკვეთებზე“ მომხდარ შემთხვევებს აერთიანებს. 2015 წელს, ასევე მხოლოდ პრობლემურ მონაკვეთებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებიდან რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა შეჯახება მსუბუქ ავტომანქანაზე, მეორეზე - შეჯახება ქვეითზე, ბოლო ადგილზე კი შეჯახება ველოსიპედისტზე. მიზეზებს შორის პირველ ადგილზე მანევრირების წესების დარღვევა.
მოძრაობა რომ სახიფათოა, ქვეითები და მძღოლები თანაბრად საუბრობენ. რესპოდენტები მიზეზებად მძღოლების დაუდევრობას, ავარიულ ქუჩებს, საცობებს და გამოუცდელობას ასახელებენ. ამბობენ, რომ ავარიულ ვითარებას ხშირად ახალბედა მძღოლები და ქალები ქმნიან.
სხვა დასკვანს აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში განმარტავენ, რომ ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტად მოძრაობის წესებს მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსის მძღოლები არღვევენ. უწყება პრობლემის დასაძლევად საჯარიმო სანქციების გამკაცრებას განიხილავს.
მოძრაობის წესებს რომ ხშირად არღვევენ, მძღოლები არ უარყოფენ, თუმცა იმ მიზეზებზეც საუბრობენ, რის გამოც კანონს არღვევენ და ამბობენ, რომ ჯარიმები გამოსავალი ვერ იქნება.
გაეროს განვითარების ფონდი პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებისთვის დოკუმენტს დიდი ხანია ამუშავებს. აქ ამბობენ, რომ ჯარიმები გარკვეულ შედეგს მოიტანს, თუმცა მეტი ეფექტისთვის აუცილებელია პირველი ნაბიჯები სპეციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უნდა გადაიგდას.
როგორც მოქალქეები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ტექნიკური დათვალიერების ჩატარებასაც, რითაც სტარანსპორტო ნაკადი შემცირდება და იკლებს მწყობრიდან გამოსული მოძრავი ავტომობილებისაგან მოსალოდნელი რისკებიც.