25, მარტი 2020 11:51:00
გუშინ, ღამით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან ოთხი პირი გადაიყვანეს. მათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ. კარანტინში ყოფნისას ვირუსის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდათ, რის გამოც ბოქსირებულ განყოფილებაში გადაყვანეს.
„ოთხივე პირს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი“, – განაცხადა დავით მურვანიძემ.