25, მარტი 2020 17:07:00
„ტელესკოლა“ - საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. ეს იქნება დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მათთვის ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე, დილის ცხრა საათზე დაიწყება. ამასთან, პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება.