26, მარტი 2020 17:34:00
9 სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამარლომ დისტანციური სხდომა გამართა. მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოც. ბრძანების მიხედვით: წარმოებაში არსებული საქმეების განხილვა გადავადდა კანონით დადგენილ ვადებში, კანონმდებლობით გათავლისწინებულ შემთხვევებში მოხდება საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. პროცესში მონაწილე პირები განხილვაში ჩაერთვებიან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შეიზღუდება სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის მედიის წარმომადგენელთა რაოდენობა. სარჩელებისა და სხვა დოკუმენტაციის მიიღება მოხდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით. სასამართლო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. სასამართლოს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყავთ სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის შვილები, გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ნებისმიერი ამ რეჟიმში მყოფი თანამშრომელი კი საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს სამსახურში. შესაძლებლობის შემთხვევაში, ასევე დისტანციურად უნდა შეასრულონ სამუშაო თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმაც.