26, მარტი 2020 20:21:00
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაყვანილ ოთხ მოქალაქეს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ისინი კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ვირუსის საეჭვო სიმპტომებით გუშინ გვიან ღამით შეიყვანეს.
კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი ინფიცირებული რჩება. ხუთის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – საშუალოდ მძიმე, თუმცა მედიკოსების ინფორმაციით, 70 წლის ქალბატონს პნევმონია არ აღენიშნება.