31, დეკემბერი 2016 13:22:00
წელს ტრადიცია დაირღვევა და დროის უქონლობის გამო, მეკვლე სავარაუდოდ, მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის იქნება. 2017 წელს ოჯახი სამი წევრით ხვდება. საპატიო ადგილი უკვე 5 თვეა პატარა ალექსანდრე გაბაიძეს უჭირავს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადატვირთული დღის წესრიგის გამო, უარის თქმა წელს არაერთ ტრადიციაზე მოუხდა.
2017 წლისთვის მხოლოდ ნაძვის ხის კონსტრუქციის აწყობით შემოიფარგლა, მორთვა კი მეუღლეს მიანდო.
დროის დეფიციტმა ერთმანეთისთვის საჩუქრების მირთმევის ტრადიცია ვერ შეაფერხა, თუმცა მოასწრეს თუ არა სასურველი ნივთის შერჩევა, რამდენიმე საათში გაირკვევა.
სასმელების დაგემოვნება - არა, თუმცა შეგროვება უყვარს. არც გადატვირთულ სუფრას ანიჭებენ უპირატესობას, შესაბამისად, ახალ წელსაც, ძირითადად, სალათებითა და ტკბილეულით შემოიფარგლებიან. საახალწლო სუფრის სამზადისშიც ნაკლებად მონაწილოებს.
ახალ ამპლუაში მთავარი სურვილი გამოცხადებული ნდობის გამართლება და რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის ხელშეწყობაა.