12, მაისი 2020 21:12:00
13 წლის წინ უპირობოდ გასხვისებული ქონება, რომელიც პანდემიის პირობებში მოქალაქეების პროტესტის მიზეზი გახდა. ქობულეთში, ოჩხამურში მცხოვრებლები, იმ ფონზე, როცა თურქეთში სამუშაოდ გადასვლას ვეღარ ახერხებენ, სოფელში მიწით სარგებლობის უფლებას ითხოვენ, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ. ის ვინც წლების წინ ადგილი შეიძინა, თავის დროზე დაპირებაც გასცა, რომ ადგილობრივებს დაასაქმებდა, თუმცა არ შეასრულა. ვინ უნდა აიღოს პასუხიმგებლობა ადამიანებზე, რომლებიც შემოსავლების გარეშე არიან დარჩენილები? თეო ფუტკარაძე არკვევდა
სოფელ ოჩხამურში, ყოფილი ჩაის პლანტაციის ეს ტერიტორია „მილენიუმ ტრანს“-ის საკუთრებაა. 200 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, კომოპანიამ, აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან 2007 წელს შეიძინა. ქონება ისე გასხვისდა, ახალ მესაკუთრეს ხელისუფლებამ ვალდებულება არ დააკისრა. უპირობოდ შეძენილი ქონება დღეს ასე გამოიყურება.
ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს. მოითხოვეს, სახელმწიფომ გასხვისებული ქონება, რომელსაც მეპატრონე არ უვლის, მოსახლეობას უკან დაუბრუნოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 13 წლის წინ ახალ მფლობელთან ჰქონდათ ზეპირი შეთანხმება, ტერიტორიაზე თავდავე დასაქმდებოდნენ, რაც არ შესრულდა, პანდემიის შედეგად მიღებული უმუშევრობის ფონზე კი მიწის დამუსავება მათთვის გადარცენა იქნება.
აქციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე უძღვებოდა. იგი მიმართავს ხელისუფლებას, გადახედოს ხელშეკრულებას და დაიცვას ადგიულობრივების ინტერესი.
პასუხისმგებლობას გაურბიან როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ისე ქობულეთის მერიაში. მირიან ქათამაძე ამბობს, რომ მერია არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს. ვინმაიდნა გასხვისება უპირობოდ მოხდა, დახმარებას გამორიცხავენ სამინისტროშიც.
ქობულეთში, დაბა ოჩხამურში 700 მდე ოჯახი ცხოვრობს. მათგან მიწის ნაკვეთს ადგილობრივთა 30 % არ ფლობს.
რა თქმა უნდა საინტერესო იქნებოდა, მიწის მფლობელის პასუხი, რატომ ვერ მიცა ტერიტორიას ფუნქციური დატვირთვა და ჰქონდა თუ არა აღებული მას ადგილობრივების წინაშე ვალდებულება რომ მათ დააასაქმებდა, თუმცა ჩვენ მასთან დაკავშირება დღეს ღეს ვერ შევძელით.