23, მაისი 2020 11:45:00
2020 წელს მსოფლიო მაშტაბით გავრცელებულმა პანდემიამ, უამრავ მსხვერპლთან ერთად, ძლიერი ეკონომიკური კრიზისიც გამოიწვია, რომლის შედეგები ძალიან მალე ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზეც აისახება. არა მხოლოდ ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებს შეეხოთ COVID 19 -ის მიერ გამოწვეული მძიმე ფინანსური ზარალი, არამედ ამ ქვეყნებთა სიაში წარმატებული და მსოფლიო წამყვანი სახელმწიფოებიც კი აღმოჩდნენ. ევროკავშირში უკვე საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება თანხების გადანაწილება და რა შედეგებს გამოიწვევს ის ფაქტი, რომ კრიზისულ სიტუაციაში მყოფმა იტალიამ და ესპანეთმა საკმარისი რაოდენობით ფულადი დახმარება ვერ მიიღეს. დატოვებენ ისინი ევროკავშირს , ისე, როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა მოახერხა თუ გაუმკლავდებიან ამ კრიზისს - ამ საკითხთან დაკავშირებით 21 მაისს სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, სადაც ევროკავშირის ლიდერებმა მოლაპარაკებები აწარმოეს.
გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ამ მოლაპარაკებების შედეგად არანაირი სახის შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია და უფრო მეტიც, საუბარია უთანხმოებაზე, რომელიც ევროკავშირის მმართველ გუნდში წარმოიშვა და საკმაოდ მწვავედაც ვითარდება.
პორტუგალიის სახელმწიფოს პრემიერმა, ანტონიო კოსტამ განაცხადა, რომ ის ნათლად ხედავს საშიშროებას, ევროკავშირის დაშლასთან დაკავშირებით და აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ ჰოლანდიამ და გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხები გამოიყენეს არსებულ კრიზისთან გასამკლავებლად, ხოლო იტალიისა და ესპანეთის სახელმწიფოებს არ მიეცათ ამის შესაძლებლობა. ის ასევე აცხადებს,რომ არც ესპანეთი, ისევე როგორც იტალია, არ არიან დამნაშავეები იმაში, რომ კორონა ვირუსი ამ ფორმით გავრცელდა და შესაბამისად ისინი არ უნდა გამოჩდნენ დასჯილთა როლში. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის თითოეულმა სახელმწიფომ თანაბრად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ მწვავე რეალობაზე და ხელახლა უნდა განიხილოს ფინანსური მხარე სახელმწიფო ვალებთან დაკავშირებით.
ამ ყველაფერს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ საზღვრები დაკეტილია და ევროკავშირში შემავალი თითოეული ქვეყანა ცრდილობს თავადვე გაართვას თავი ამ რთულ და გამოუვალ სიტუაციას. ექსპერტთა მოსაზრებით, ევროკავშირი თითქოს უკვე დაიშალა კიდეც , როდესაც თითოეულმა ქვეყანამ ფიქრი მხოლოდ საკუთარ ხალხსა და ქვეყანაზე დაიწყო და არა, როგორც საერთო პრობლემაზე მთლიანი ევროპულ ოჯახისა, რასაც ევროკავშირი ათეულობით წლებია უკვე წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დაშლა ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისს წარმოშობს ევროპის კონტინენტზე და ამ საფრთხეს ევროპული სახელმწიფოები ხედავენ კიდეც. და მაინც, გაბედავს თუ არა ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფო ამ რისკზე წასვლას და როგორ განვითარდება მოვლენები ამას დრო გვიჩვენებს.
სტატია TV25.GE-სთვის ნანული კიკაჩეიშვილმა msn.de/nachrichten/politik-ზე დაყრდნობით მოამზადა.