02, ივნისი 2017 17:01:00
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მშვილდოსნობაში ,,ევროპის თასის“ გამარჯვებულებს უმასპინძლა და პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვა მიულოცა. შეჯიბრი 2017 წლის 26-30 აპრილს პოლონეთში, ქალაქ ლეგრიცაში გაიმართა. საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში რუსეთის ქალთა ნაკრებს სძლია. ნაკრებში აჭარიდან 3 წარმომადგენელი ირიცხება.