20, იანვარი 2017 08:14:00
უკვე ერთი თვეა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს. სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვნელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე გასული წლის 22 დეკემბერს დატოვა. მირანდა ჩარკვიანმა 2016 წელს დირექტორის მოადგილის პოსტიც გააუქმა და შესაბამისად, სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც არ ჰყავს. თუმცა აჭარის განათლების მინისტრის თქმით, მიმდინარე პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს ინგა შამილიშვილის განცხადებით, ვაკანტურ პოსტზე კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს. კულტმემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად ამ დრომდე ვაკანტურია აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაც.