12, ივნისი 2020 20:09:00
ვირუსი, რომელმაც ათასობით ადამიანს სამსახური დააკარგვინა. პანდემიის ფონზე, იმ პირობებში როცა სოციალური ღონისძიებები აიკრძალა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ფოტოგრაფები, ოპერატორები , დიზაინერები. ანუ ადამიანები, რომლებიც თქვენი ქორწილების, დღეობების და ივენთების გამრავალფერონებაზე ზრუნავდნენ.
ეს მინდია დავითაძეა. 20 წლის ბიჭი 3 წელია, რაც ფოტოგრაფია. გვიყვება, რომ ამ დროის განმავლობაში მან ბევრი სირთულე გადალახა, თუმცა მიაჩნია, რომ იმ მიზანს, რომელიც პროფესიის დაუფლებისას დაისახა უკვე მიაღწია. კორონავირუსის პანდემიამ მისი სამუშაო გრაფიკი სრულად შეცვალა. დაგეგმილი ჰქონდა 7 ბანკეტის, 11 ქორწილისა და რამდენიმე ნიშნობის გადაღება, რაშიც კოვიდ19-მა ხელი შეუშალა. ამ პერიოდმა მის ფინანსურ მდგომარეობაზე საკმაოდ იმოქმედა, რადგან დაკარგა შემოსავლის ერთადერთი წყარო.
კიდევ ერთი ფოტოგრაფი, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩა უჩა ასამბაძეა. ფოტოსტუდიის დამფუძნებელი ამბობს, რომ კოვიდ19-ის პანდემიამ მის ფინანსურ მდგომარეობაზეც დიდი ზეგავლენა მოახდინა, კრიზისული პერიოდი კი დანაზოგით გადალახა, თუმცა არ იცის პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს. იგი ვერც თვითდასამებულთა ერთჯერადი დახმარების სიაში მოხვდა.
ნანა პაპიძე სარიტუალო დარბაზში დიზაინერად მუშაობდა. გვიყვება, რომ ეს მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. თვითდასაქმებულმა ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადიც შეავსო, თუმცა პასუხი ამ დროდე არ მიუღია.
როდის განაახლებს მუშაობას სარიტუალო დარბაზები? და როდიდან აღდგება ქვეყანაში ყველა სახის ღონისძიება, ჯერ უცნობია. შესაბამისად, უცნობია როდიდან შეძლებენ ისინი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე დაბრუნებას.