15, ივნისი 2020 21:02:00
"TV 25" დღეს იუბილარია. მაუწყებელი 27 წლიან ისტორიას ითვლის. 1993 წლის 15 ივნისს ტელევიზიამ მაუწყებლობა საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაიწყო. წლებთან ერთად, ტელეკომპანია არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. თუმცა თავისუფლებისთვის მებრძოლი არხი დღეს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
აჭარა “მაცნეს” უკვე 27 წელია ირჩევს. ირჩევს იმიტომ, რომ TV 25-ის ლოგოს მიღმა დაბალანსებული, მიუკერძოებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედია მოიაზრება. არხზე მუდმივად ისმის ხალხის ხმა- ჩემი, შენი,თქვენი, ჩვენი.
ყველაფერი კი 1993 წელს დაიწყო. ოთხი მეგობრის გადაწყვეტილებას ტელევიზიის დაარსების შესახებ ფრთა რამდენიმე დღეში შეესხა. ზუსტად 27 წლის წინ, ამ დღეს, არხმა ფუნქციონირება საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაიწყო. იყო სირთულეები, თუმცა თავისუფლებისთვის მებრძოლი ტელეკომპანია დღეს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. აქვს თავისი ნიშა.
იმისთვის, რომ მაყურებელს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ჰქონდეს, ტელევიზიის გადამღები ჯგუფები დღის განმავლობაში თავდაუზოგადავად მუშაობენ. ვსვამთ ყველა კითხვას, რომელიც შესაძლოა ხალხში გაჩნდეს, ვითხოვთ პასუხებს, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ. ვფოკუსირდებით თქვენს პრობლემებზე.
მაუწყებლის გუნდი მუდმივად ახლდება. დღესაც, ახალი ამბების ოთახში ბევრი ახალი სახეა. ეს ნიუსრუმია. ადგილი, სადაც რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები იყრის თავს.
წლების განმავლობაში არხი არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. ხელისუფლებების ცვლასთან ერთად რამდენჯერმე იყო ტელევიზიის დახურვის მცდელობაც, თუმცა ვერ შეძლეს. ჩვენს დღესაც ხალხის მხარეს, ხალხის კეთილდღეობისთვის ვიბრძვით.
ამბიცია, იყოს რეგიონის მთავარი არხი, TV 25-ს წლებია აქვს. ამას ამტკიცებს კიდეც. მაუწყებელი ლიდერ პოზიციას რეგიონულ ტელევიზიებს შორის დაარსების დღიდან, ანუ 27 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.
„მადლობა, რომ ირჩევთ რეგინის მთავარ არხს.