16, ივნისი 2020 17:25:00
რამდენიმე კვირის წინ, ბათუმში, ნოვას ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. მაღაზიაში თვის ბოლომდე მეგა აქციები გაგრძელდება. ნოვას ისტორია 2006 წელს იწყება. საწყის ეტაპზე კომპანიის საქმიანობა სამშენებლო მასალის იმპორტით და რეალიზაციით შემოიფარგლებოდა. მოგვიანებით წარმოების ხაზების განვითარება დაიწყო.
ნოვას სამშენებლო-სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრი ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის 105 ბ-ში, ოფიციალურად 3 ივნისს გაიხსნა. შენობა 8 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს 35 ათასი დასახელების პროდუქციას სთავაზობს. კომპანიის ახალი მეგაცენტრი განახლებული დროით - დილის ცხრის ნახევრიდან საღამოს ცხრის ნახევრამდე მოგემსახურებათ.
მომხმარებელთა თხოვნით, მეგა აქციები 7 ათასი დასახელების ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე გრძელდება. აქციის სარგებლობას კი თვის ბოლომდე შეძლებთ.
ნოვამ, სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტს 2006 წლიდან დაიწყო. 2011 წლიდან კი საკუთარი საწარმოო ხაზები განავითარა. ქვეყნის მასშტაბით, ნოვას საგამოფენო დარბაზებსა და მის სარეალიზაციო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო მასალების მწარმოებელი ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა: BETEK-ი, RIGIPS-ი, IZOCAM-ი, TEMPO, BIEN-ი, INGCO და სხვა.