26, ივნისი 2020 16:43:00
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, უკანონოდ, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, ხუთ მოქალაქეს ყალბი ცნობები და ხელშეკრულებები დაუმზადეს, თითქოს ისინი თბილისში, კომპანიისაგან, ქვეიჯარით აღებულ დახლზე ეწეოდნენ ძვირფასი ლითონებითა და ნაკეთობებით ვაჭრობას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს. სასჯელი კი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.