26, ივნისი 2020 16:44:00
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ბოლო 24 საათში ჩატარებული 532 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 19 ათას 666 პირს. დღეს არსებული მონაცემებით კი, კარანტინში იმყოფება ათას 18 ადამიანი.