26, ივნისი 2020 16:45:00
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქედასა და ხელვაჩაურში 40-მდე სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლა. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ის ადგილები მოინახულა, რომლებიც ნაკლებად ცნობილი და პოპულარულია. გამოიკვლიეს სალაშქრო ბილიკები და ღირსშესანიშნაობები, მათ შორის ჩანჩქერები. ორთვიანი ტურისტული პოტენციალის კვლევისას გაიზომა მახუნცეთის, მეძიბნას, წონიარისის, მერისის, ჯამში 15 ჩანჩქერის სიმაღლე. კვლევის საფუძველზე, სააგენტო, ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და რუკების მომზადებას გეგმავს. შესაბამისი ინფორმაცია და ვიდეო-მასალა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრეს-ცენტრმა მოგვაწოდა.