06, ივლისი 2020 17:22:00
ხელვაჩაურში დედამ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. „ბათუმელების“ ინფორმაცით, გოგო 9 წლისაა, ის ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც. “არასრულწლოვანი უკვე იმყოფება უსაფრთხო გარემოში. სოცმუშაკები არიან ჩართულები და საპროცესო წარმომადგენლობა დაიწყეს,” – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი ოჯახში ძალადობის მუხლით.