06, ივლისი 2020 17:29:00
ბაჩანა შენგელია იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ. ნოტარიუსმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ფიქრობს, რომ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული, გამოხატვის თავისუფლება. სარჩელის სარჩელის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწო და ნოტარიუსად მუშაობის უფლება შეუზღუდა. აღნიშნავს, რომ მის ფეისბუქ გვერდს, სამინისტრო ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდა, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ იგი საჯაროდ ამჟღავნებდა მიკერძოებულ პოლიტიკურ შეხედულებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს. ბაჩანა შენგელიას განმარტებით, გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია. შესაბამისად იგი ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.