14, ივლისი 2020 17:16:00
მიმდინარე წლის ივნისში, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოვლინდა. გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 118 ათას 325 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.