24, ივლისი 2020 17:48:00
ბათუმის სასპორტო სკოლის გაყიდვას აპროტესტებს „ნაციონალური მოძრაობა“. გიორგი კირთაძე მმართველ გუნდს ტყუილში ადანასაულებს. იგი იმ განცხადებებს იხსენებს, რომლებითაც აჭარის მთავრობა შენობის გასხვისებას უარყოფდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღნიშნავს, რომ რეგიონის მთავრობისთვის, მთავარი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ინტერესია და რომ მათ არ აინტერესებთ, რა გარემოში იცხოვრებენ ბათუმელები.