24, ივლისი 2020 17:56:00
ბათუმში,იაფის სახლის მშენებლობის პროცესი გრძელდება. ჯავახიშვილის ქუჩაზე ორი ხუთსართულიანი კორპუსი უკვე აშენდა, კიდევ 2 შენობა კი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში, საცხოვრისით 80 ოჯახი დაკმაყოფილდება. მსურველები რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილდნენ. მთავარი, რაც მოეთხოვებათ, ბათუმში რეგისტრებაა. ყურადღება ექცევა ასევე იმას, ხომარ ფლობს მოქალაქე საკუთრებაში ბინას ან სახლს. გადამწყვეტია ოჯახის შემოსავლებიც. ჯამში ერთ წევრიან ოჯახზე შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს. პროგრამის პირობების მიხედვით, ბენფიციარი გადასახადს 15 წლის განმავლობაში ფარავს. განცხადებების მიღება აგვისტოს ბოლოს დასრულდება. მშენებლობის პროცესს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო.