29, ივლისი 2020 18:59:00
ბათუმში მცხოვრები ზოტოვების ოჯახი წლებია სოციალური დახმარების მოლოდინშია. მარტოხელა დედა, უმუშევარია და ერთადერთი, ეპილეეფსიით დავადებული შვილი ჰყავს. ისინი თავს სწორედ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შვილის პენსიით ირჩენენ. დაეხმარება თუ არა მას სოციალური მომსახურების სააგენტო? ვნახოთ რეპორტაჟი.
უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ზოტოვების ოჯახი სოციალური შემწეობის მიღებას წლებია უშედეგოდ ელოდება. ზოტოვები 45 კვადრატულ ფართში ცხოვრობენ. სოციალური აგენტის შეფასებით მათ, მაღალი ქულა მიენიჭათ.
მარტოხელა დედას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას მაღალი არტერიული წნევები აწუხებს. სამკურნალოდ მედიკამენტები ესაჭიროება, თუმცა შეძენასაც, უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. ოჯახს მეზობლები ეხმარებიან და თავს მათგან ნასესხები ფულით ირჩენენ.
ზოტოვების გასაჭირზე, ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოში იციან. როგორც ცენტრის უფროსი განმარტავს, ოჯახი, ბაზაში, მაღალი სარეიტინგო ქულის გამო ვერ ხვდება. ნოდარ ფუტკარაძის თქმით, ზოტოვებს შეუძლიათ, დახმარების მიღების მოთხოვნით სააგენტოს ოქტომბერში მიმართოს, რის შემდეგაც მათ მდგომარეობას კვლავ შეისწავლიან.
ზოტოვებს სოციალური დახმარება ოთხი წის წინ მოუხსნეს.