ბათუმში, ინასარიძის 13 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში გაკეთებული პანდუსი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. იგი იმდენად მაღალია, რომ მასზე ეტლით მოსარგებლე არათუ დამოუკიდებლად, არამედ სხვისი დახმარებითაც კი ვერ შეძლებს გადაადგილებას. ფაქტს შეურაცხმყოფელს უწოდებენ „აჭარის შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრში“. რატომ არ ხდება მონიტორინგი და მშენებელთათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მაშინ, როცა პანდუსის მოწყობის სტანდარტს, შესაბამისი დოკუმენტი არეგულირებს? თეო ფუტკარაძე არკვევდა.
ადაპტირებული გარემოს შესაქმენლად, პანდუსის მოწყობა რომ ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნაა, საუბარი და მცდელობები ქალაქში დიდი ხანია გრძელდება. შედეგი ნაწილობრივ თვალსაჩინოა, თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ მას მხოლოდ ვალდებულებისა და ვიზუალისთვის აწყობენ და იგი რეალუარდ საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას არ ემსახურება. კიდევ ერთი ასეთი, ანუ, ვალის მოხდის მიზნით გაკეთებული პანდუსი ბათუმში ახლახანს გაჩნდა. ინასარიძის 13 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსს გაუკეთეს ასასვლელი, რომლით სარგებლობაც არა თუ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარებითაც ფაქტიურად შეუძლებელია. პანდუსი სტანდარტულზე გაცილებით მაღალი დახრილობისაა.
თუ როგორი უნდა იყოს პანდუსი, ამას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია:
აღნიშნული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შპს „გერა გრუპმა“ ააშენა. კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ საკუთარი შვილი პანდუსით სირთულეების გარეშე სარგებლობს, თუმცა მისი მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. ნოდარ ქარცივაძე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურა მშენებლობის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, თუმცა, რაში მდგომარეობს მოთხოვნები, პასუხი არ აქვს.
ქარცივაძე
სტანდარტების გარეშე მიმდინარე ადაპტირებული გარემოს შექმნის პროცესს, კიდევ ერთხელ აფასებენ „აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრში“. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პანდუსის ამ ფორმით აშენება, შშმ პირების შეურაცხყოფა და მათი უფლებების დარღვევაა. რამინ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სტანდარტების დაცვის გარეშე სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა, კანონმდებლობით დასჯადია. ორგანიზაციის კონსულტანტი არსებული რეალობის პრობლემას სწორედ აქ ხედავს. ამბობს, რომ არავინ აკონტროლებს, სრულდება თუ არა ამ ნაწილში კანონი, რაც თავის მხრივ აღმასრულებელი სტრუქტურის გულგრილობაზე მიუთითებს.
კონსტრუქცია მოქმედ რეგულაციასთან შესაბამისობაში რომ მოვიდეს, კომპანიამ ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს წერილობით უნდა მიმართოს. ეს უწყებიდან მიღებული, წერილობითი პასუხია ჩვენს კითხვაზე, რატომ არ ხდება მონიტორინგი და მშენებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, როცა კონკრეტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტს, შესაბამისი დოკუმენტი არეგულირებს.