30, ივლისი 2020 17:23:00
აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, თურქეთიდან შემოვიდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის განმარტებით, ინფიცირებულს სწრაფი ტესტი საზღვრის კვეთისთანავე ჩაუტარდა და ვირუსიც მაშინვე დაუდგინდა. პაციენტი, ამჟამად, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. რეგიონი კი ამ ეტაპზე სულ 15 კოვიდინფიცირებულს ითვლის.